saqarTvelos mdinareebi - wyalwiTela
ტერიტორიული ერთეულები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
სათავე | რაჭის ქედი |
სიგრძე | 49 კმ |
აუზის ფართობი | 221 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7.56 მ³/წმ |
მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს რაჭის ქედზე მდებარე მთა ნაქერალას კალთებზე, ზღვის დონიდან 1080 მ. სიგრძე 49 კმ. აუზის ფართობი 221 კმ². ერთვის მარჯვნიდან მდინარე ყვირილას. მთავარი შენაკადია მდინარე ჭალა. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი რიონთან 7.56 მ³/წმ. ქვემო დინებაში ესაზღვრება ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან.